გამყრელიძე – განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში

gulis eleqsiri

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, რომელიც მათ შორის შეეხება მუშაობის დასრულების დროს.

„დღეიდან იქნება სავალდებულო პირბადის ტარება უკვე გარე სივრცეში ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ, დარბიხართ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე, რა თქმა უნდა, იქ არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით, მაგრამ დანარჩენ ადგილებში ყველგან ღია სივრცეში პირბადე იქნება მანდატორული, ისევე როგორც დახურულ სივრცეებში. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში როგორც მუშაობის დასრულების მიმართულებით, ისე შიდა სივრცეებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები. მეორე მთავარი მიმართულებაა, კიდევ და კიდევ მეტი აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წინა სტატიაშიტიკარაძე – ერთი დოზით აცრილებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტებიდან 2,13 პროცენტი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – 2.5 მლნ აცრა თუ ჩატარდება, ამას თუ გავაკეთებთ და მილიონ 250 ათასი ადამიანი აიცრება, სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში