გამყრელიძე AstraZeneca-ს შემოსვლის თარიღზე – მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვერ გავამჟღავნებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სხვადასხვა ვაქცინების ჩანაცვლებას არ აკეთებენ და “სინოვაკი” და “სინოფარმი” “ასტრაზენეკას” ნაცვლად იმ მოქალაქეებს შესთავაზეს, რომლებიც პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილები.

მისივე განცხადებიტ, იცის დაახლოებით როდის უნდა შემოვიდეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მესამე პარტია ქვეყანაში, თუმცა დროს ვერ დააკონრეტებს რომ “ისევ რამე გაუგებრობა” არ მოხდეს.

“ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქოდა “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები, ახლო მომავალში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ შეგატყობინებთ, ანუ როცა დაზუსტდება. მე მაქვს ინფორმაცია დაახლოებით მე-3 პარტია როდის უნდა შემოვიდეს, მაგრამ ვერ გავამჟღავნებ ახლა თქვენის ნებართვით, ისევ რამე გაუგებრობაში არ შევიდეთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ და გიდასტურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი აუცილებლად ჩაუტარდებათ ვაქცინაცია”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისოსო მანჯავიძე ვასაძეზე – დიაგნოზი ვერ ისმევა, მედიას, ბუნებრივია უჩნდება კითხვები
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება