გამყრელიძე – აცრებთან დაკავშირებით მეტი მოტივაციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გარკვეულ საკითხებს განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაერთი გზით ცდილობენ, რომ ქვეყანაში აცრების მაჩვენებელი გაიზარდოს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით იწყებენ ე.წ. მარათონს, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე 49 სოფელია არჩეული.

„ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის მარათონის პრინციპით დაიწყება დაახლოებით 49 სოფელში აცრების მეტი ინტესიფიცირება. ხვალ გავდივართ შიდა ქართლის ოთხ დიდ სოფელში. 15-16 ოქტომბერს ვიწყებთ შიდა და ქვემო ქართლიდან, სოფლებში წინასწარ იმუშავებენ ჩვენი ჯგუფები, მოსახლეობას მოაბილიზებენ და ორშაბათიდან გვინდა, რომ მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აცრებთან დაკავშირებით მეტი მოტივაციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გარკვეულ საკითხებს განიხილავს.

„ასევე, გვინდა, მეტი მოტივაცია გაჩნდეს აცრებთან დაკავშირებით, დღეს საბჭოზე განხილულ იყო რამდენიმე საკითხი. ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ამის შესახებ ვერ გეტყვით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე – ჩვენ ვიქნებით აქტიური დამკვირვებლის როლში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურების გაყალბება ვეღარ მოახერხოს
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ტრაგიკომიკურ სპექტაკლს უფრო დავამსგავსებდი იმას, რაც რუსთავის ციხესთან ხდება