აკაკი ბობოხიძე – ჩვენ ვიქნებით აქტიური დამკვირვებლის როლში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურების გაყალბება ვეღარ მოახერხოს

„ჩვენ მეორე ტურები გვაქვს სწორედ იმ ქალაქებში სადაც მოქალაქეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბიძინა ივანიშვილი პირველ ტურში დამარცხდა,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ ქუთაისში იმერეთის რეგიონულ გუნდთან შეხვედრისას.

„ჩვენ დავიწყეთ რეგიონალურ ლიდერებთან შეხვედრა, დავიწყეთ ქუთაისიდან, ვიწყებთ მზადებას თუ როგორ უნდა იყოს პარტია ჩართული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში, ჩვენ ვიქნებით აქტიური დამკვირვებლის როლში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება ვეღარ მოახერხოს მითუმეტეს, რომ ჩვენ მეორე ტურები გვაქვს სწორედ იმ ქალაქებში სადაც მოქალაქეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბიძინა ივანიშვილი პირველ ტურში დამარცხდა, რაც შეეხება პერფორმანსს ის პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ცნობილ პლაკატთან “აღარ მოეკიდო გაგებით” ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ის ხელმძღვანელობს ცხოველთა ფერმის მეთოდებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა ვეღარ გააგრძელოს.“ – განაცხადა ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშიბოკერია – მეორე ტურებში გასული ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა იქნება ივანიშვილის რეჟიმის მორღვევის ლეგიტიმური საფუძველის შექმნა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – აცრებთან დაკავშირებით მეტი მოტივაციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გარკვეულ საკითხებს განიხილავს