გამიხარდა, რომ მართლები აღმოვჩნდით და სასამართლომ ტესტი ჩააბარა – მდინარაძე R2-ზე

სასამართლოზე ბინძური კამპანიის მიუხედავად რომ მართლები აღმოვჩნდით, ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იმ ბინძური კამპანიის მიუხედავად, საქართველოში არის სასამართლო, რომელმაც ჩააბარა დღეს ტესტი ძალიან კრიტიკული, ევროპული და ჩვენი დასავლური ღირებულებების შესაბამისი. ამ ღირებულებებში ერთერთი მთავარია სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა. სასამართლოზე ბინძური კამპანიის მიუხედავად რომ მართლები აღმოვჩნდით, ეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა”- აცხადებს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაში“რუსთავის2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, “რუსთავი2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა – არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილმა დავით გარეჯი გაცვალა „რუსთავი-2“-ში