“რუსთავის2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, “რუსთავი2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება

“რუსთავის2”-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია, “რუსთავი2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება. შეხვედრა პაატა სალიასა და ირაკლი ნიჟარაძეს შორის, ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის ოფისში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

სალია “რუსთავი2”-ში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. ხალვაშის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად კი მისი ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა. გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ ხალვაშის მოთხოვნა საჯარო რეესტრმა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა
შემდეგი სტატიაგამიხარდა, რომ მართლები აღმოვჩნდით და სასამართლომ ტესტი ჩააბარა – მდინარაძე R2-ზე