,გამგეობის სამსახურები ძირითადად არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების აქტივისტებით

,,გამგეობის სამსახურები ძირითადად არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების აქტივისტებით, ლიდერების ნათესავებით. ევროპული საქართველოს პოზიცია ისეთივე მყარია, როგორიც არჩევნების წინ. ხელისუფლების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ მცირე მეწარმეებს შეუმსუბუქოს გადასახადების წნეხი, გაზარდოს პენსია და სოციალური შემწეობა,’’- ევროპული საქართველოს წევრის ლაშა დამენიას კომენტარი ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.
,,ორი დღის წინ ბორჯომში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებას ჰყოფნის თავხედობა და დღეს, ზუგდიდის საკრებულოში ასევე შეაქვს მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშრიებით. გადასახადების ზრდის ფონზე ყველაზე ძირითადი დარტყმა მიაყენა პენსიონერებს და გაჭირვებულ მოსახლეობას. ხალხს ისედაც უჭირს ცხოვრება და ამის ფონზე ისინი ახერხებენ გამგეობის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასების მომატებას. იმ ფონზე, როდესაც არანაირი ნაბიჯები არ არის გადადგმული, რომ პენსიონერებს მოემატოს პენსია, სოციალური დახმარება, არ არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა არც პედაგოგებზე, არც პოლიციელებზე, არც სამხედრო მოსამსახურეებზე.
ევროპული საქართველო ქვეყნის მასშტაბით ვერც ერთ საკრებულოში ვერ დაუჭერს მხარს ხელფასების და დანამატების ზრდას, განსაკუთრებით ზუგდიდში, როდესაც ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციას ითხოვდა ევროპული საქართველო და ხელიუსლფებამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. ამის ფონზე ისინი კვლავ ცდილოვბენ პარტიული აქტივისთვის ხელფასების მატებას,’’ – განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ადვოკატის უნარ-ჩვევებს პრაქტიკული საქმიანობით განივითარებენ
შემდეგი სტატიამხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას