მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას

ევროპული საქართველოს წევრების განცხადებით, რა თქმა უნდა ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, როდესაც მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ ხერხდება პენსიის მატება, სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაზრდა, სტიქიებისგან და ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ევროპულ საქართველოში თვლიან, რომ ხელფასის მატება, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაქმებულ ნათესავებზეა გათვლილი არ უნდა მოხდეს.

ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ,,ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რომ ხელფასი გაეზარდოს ბატონი გოგიას რძალს გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ დღეს ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის მაიზერ ნანავას მეუღლეს ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას, ხელფასი დღეს არ უნდა გაეზრადოს ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიას და მის მეუღლეს ნათია ქირია, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდი მაჟორიტრარი დეპუტატის თოლორაიას დას ქალბანონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც აიპ სამსახურის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდი საკრებულოში, მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქართული ოცნების პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის გუბერნატორის ნათესავები. ამ ადამიანებს ქართული ოცნება იყენებს არა იმისთვის, რომ მათ იზრუნონ ადამიანების კეთილდღეობაზე, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამინების დაუპირისპირდნენ ხალხს, როგორც ეს გააკეთეს ზუგდიდში, როგორც ამას აკეთებდნენ ბორჯომში, როგორც ეს გააკეთეს გურჯაანში, სადაც ადამიანები წიწილიან კვერცხებს ისროდნენ.’’

banner
წინა სტატიაში,გამგეობის სამსახურები ძირითადად არის დაკომპლექტებული ქართული ოცნების აქტივისტებით
შემდეგი სტატიაეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ იმსჯელეს