გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობაც გაზრდილია

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, 2008 წლის ომი არ იყო პირველი თავდასხმის შემთხვევა საქართველოზე, ეს იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა.

„10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან. კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში, ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. 10 წლის წინ იყო ვერაგული თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა. დღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობთ, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის. არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია. ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს სიმძიმე აქვს გულში, მინდა ვანუგეშო, რომ ყოველი დღე, ყოველი თვე გვაახლოვებს ქვეყნის გამთლიანებასთან და არ გვაშორებს. ასე ხდებოდა მანამდეც, ასე მოხდება მომავალშიც“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ – ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ლაფერაშვილი: რომელი ერთი მოვყვე