ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ – ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს

ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასამართლომ ხუთივე მათგანს არასაპატიმრო სასჯელი, ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ სპორტსმენებს ხულიგნობის მუხლი ცემით გადაუკვალიფიცირა.

ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმა, 7 ათასი ლარის ოდენობით ვლადიმერ გეგეშიძეს დაეკისრა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ხულიგნობის ჩადებაში გამართლდნენ, რასაც ვამტკიცებდით პირველივე დღიდან,“ – აღნიშნა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.

შემთხვევა 2016 წლის 22 მაისს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მოხდა. საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და მაშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სასამართლომ მოჭიდავეების წინააღმდეგ არასაკმარისად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

„ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, როდესაც “ქართული ოცნების” ტაბელურ ზონდერებს, სასამართლო რაღაც სამ წლის თავზე მხოლოდ ჯარიმას აკისრებს, ესენი არიან ადამიანები, ვინც დღესაც ქართული ოცნების აქტივისტები არიან,“ – განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

„ყველასთვის ნათელია, რომ ეს ხალხი იქ იყო პოლიტიკური დავალებით ხელისუფლების, მმართველი გუნდის და პოლიტიკური ძალის. ამიტომაც, კლასიკური ოცნებისთვის დამახასიათებელი სქემა გათამაშდა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდს საქმე – ადვოკატებს უზენაესი სასამართლოს განჩინება გადაეცათ
შემდეგი სტატიაგამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობაც გაზრდილია