გალის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი დააყენა

gali„ქართული მხარის მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა დასრულდა.

როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე დააყენა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხი და მოითხოვა ქართველი სამართალდამცავებისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა. ასევე დადასტურდა ინფორმაცია რომ ოთხოზორიას მკვლელი არ არის დაკავებული. ხუთმხრივ შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს სრულად გადასცა ვიდეო-აუდიო-ფოტო მასალა, სადაც აღბეჭდილია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. ქართულმა მხარემ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. მორიგი შეხვედრა 6 ივლის გაიმართება.

beraia

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ბერაიას განცხადებით მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა სჭირდება და ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგან ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი საოკუპაციო ძალის მიერ ხორციელდება და ჩვენი მთავარი მიზანი ამ მიმართულებით იქნება უცვლელი.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომ ოთხოზორიას მკვლელმა საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა და სიმტკიცე“, – განაცხადა ბერაიამ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიქუვეითში ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული უძველესი ხელნაწერების ფოტო-ასლების გამოფენა გაიხსნა
შემდეგი სტატიამიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს