მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს

“აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტი,” – ასე აფასებს რესპუბლიკელების წარმომადგენელი, პარლამეტარი თამარ კორძაია, ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტს, რომლის საპარლამენტო განხილვა მიმდინარეობს.

“დღეს რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა, რადგან აბსოლიტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მითუმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა, რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მომხსნებელი. უბრალო მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს,” – განაცხადა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიგალის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი დააყენა
შემდეგი სტატიაშეხვედრა შეხვედრისთვის მიმდინარეობს – გიგლა ბარამიძე გალის შეხვედრას აფასებს