გალის რაიონში “ცხოვრების უფლების” შესახებ დოკუმენტების გაფორმება დაიწყება

“ცხოვრების უფლება” ეს ის დოკუმენტია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ლეგალურად ცხოვრების და სხვა ქვეყნებთან თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს – აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მსგავს დოკუმენტს მომავალი კვირიდან გალის რაიონის მკვიდრებს დაურიგებენ, რომელთაც დღემდე საქართველოს პასპორტები აქვთ.
“გალის რაიონის მცხოვრებლებზე ცხოვრების უფლების გაცემით ჩვენ მათ უფლებას ვაძლევთ მშვიდად იმუშაონ იმ მიწაზე, სადაც ცხოვრობენ” – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის საელჩო ბავშვებზე, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი მაინც რუსეთის მოქალაქე ყავს, დაჩქარებული წესით გასცემს პასპორტს, იმისათვის, რომ მათ რუსეთის კლინიკებში მკურნალობით ისარგებლონ, რომელსაც აფხაზური პოლისი გულისხმობს. აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის ანზორ გოოვის თქმით, რუსეთმა ჯანდაცვის პროექტში აფხაზეთის მოსახლეობისათვის, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2017 წლისათვის მილიარდი რუბლი გამოყო. ანზორ გოოვმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ სამედიცინო პოლისების შემოღება ადგილობრივებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მისცემს მკურნალობის საშუალებას, რაც თავის მხრივ ქართული კლინიკებში მკურნალობის “სამუდამო დახურვას” გამოიწვევს: “იმ ადამიანების განკიცხვის მორალური და იურიდიული უფლება, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ მიდიან მე, როგორც ექიმს, არა მაქვს. მაგრამ სამედიცინო პოლისის შემოღება საზღვრის სამუდამო დაკეტვას გამოიწვევს, რადგანაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში მკურნალობას შევთავაზებთ” – განაცხადა გოოვმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში გერმანელი ახალგაზრდას მკვლელობის გამო ავღანელს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიათაკო გაჩეჩილაძემ სომეხი არცვიკის გამოწვევა მიიღო და სომხურად იმღერა