გერმანიაში გერმანელი ახალგაზრდას მკვლელობის გამო ავღანელს ბრალი წაუყენეს

ფრაიბურგში, 19 წლის სტუდენტის მკვლელობიდან ხუთთვენახევარის შემდეგ, პროკურატურამ ეჭვმიტანილ ავღანელს, ჰუსეინ კ-ს ბრალი წაუყენა. პროცესს არასრულწლოვნების საქმეების სასამართლო წაიყვანს, რადგანაც ბრალდებულის ასაკის დადგენა ვერ მოხერხდა. ავღანელი ამტკიცებს, რომ 17 წლისაა, თუმცა ექსპერტების თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის, მინიმუმ, 22 წლის იყო.
ჰუსეინ კ. 19 წლის ახალგაზრდას თავს მაშინ დაესხა, როცა ის გვიან ღამით შინ ველოსიპედით ბრუნდებოდა. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბოროტმოქმედმა ახალგაზრდა ქალი ჯერ მოგუდა, შემდეგ გააუპატიურა და მდინარეში გადააგდო.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი 7 კვირის შემდეგ იპოვეს. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არაა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო ბერლინში ქუსლებზე, კაბით და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში
შემდეგი სტატიაგალის რაიონში “ცხოვრების უფლების” შესახებ დოკუმენტების გაფორმება დაიწყება