გალეულია, აქვს წონის მკვეთრი კლება, პრაქტიკულად მეტყველებაც უჭირს – ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილზე

“გალეულია, აქვს წონის მკვეთრი კლება, ტრემორი და არის ძალიან სუსტად, პრაქტიკულად მეტყველებაც უჭირს” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხეში მოინახულა.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში მე ის არ მინახავს. ძალიან მძიმედაა. როცა საათობით გვქონდა ხოლმე ვიზიტის გაგრძელების შესაძლებლობა, ახლა იმდენად შეუძლოდ და იმდენად სუსტად არის, რომ პრაქტიკულად, მეტყველებაც უჭირს და ამიტომ საკმაოდ ხანმოკლე იყო ჩვენი საუბარი მისი უძლურობიდან გამომდინარე. რაც მე დღეს ვნახე, ადამიანი არის გალეული, მას აქვს მკვეთრი წონის კლება, აქვს ტრემორი, აქვს საშინელი ფერი და არის ძალიან სუსტად, პრაქტიკულად მეტყველებაც უჭირს. უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და დამოუკიდებლად გადაადგილება.

ეს არის ის რაც მე ვნახე და ამიტომ ვთვლი, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, რაც გადაარჩენს მის სიცოცხლეს და ააცილებს ამ ქვეყანას ძალიან სერიოზულ საფრთხეს მითუმეტეს ასეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, არის მისი გადაყვანა საზღვარგარეთ კლინიკაში, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი გერმანიის პრეზიდენტსა და მთავრობას უკრაინაში იწვევს
შემდეგი სტატიასანამ შესაძლებლობა გაქვთ გადით, დატოვეთ ქალაქები – გაიდაის მიმართვა მოქალაქეებს