სანამ შესაძლებლობა გაქვთ გადით, დატოვეთ ქალაქები – გაიდაის მიმართვა მოქალაქეებს

“ვითარება რთულია… სანამ შესაძლებლობა გაქვთ გადით, დატოვეთ ქალაქები” – ასე მიმართავს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი მოქალაქეებს.

დღეს შევთანხმდით, რომ სევეროდონეცკისა და ლისიჩენსკის მცხოვრებლებს წყალს მივაწვდით, თუმცა ვითარება ძალიან რთულია და შეფერხებები გვაქვს. შევეცადეთ ადამიანების გაყვანას, ნაწილობრივ გამოგვივიდა, თუმცა ვითარება შეიძლება ნაწილობრივ შეიცვალოს. გთხოვთ ყველას, ვინც თავშესაფრებში იმყოფებით, სანამ შესაძლებლობა გაქვთ, გადით, დატოვეთ ქალაქები. შევეცდებით ყველანაირად, რომ ხელი შეგიწყოთ, – ამბობს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიგალეულია, აქვს წონის მკვეთრი კლება, პრაქტიკულად მეტყველებაც უჭირს – ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიადაე, დასავლეთმა მშვიდად იძინოს – ლუკაშენკო