გახარიამ კობახიძეს აგინა

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის გასაგონად განაცხადა, ბევრი ბუზი ბზუის, მაგრამ ჩვენს პრემიერ გიორგი გახარიასთან ყველა ტყუისო. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში კობახიძემ გიორგი გახარია ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადა და „ოცნების“ ყველა ცოდვა მას აჰკიდა. ისიც კი თქვა, გახარიას უხეირობა რომ არა, გავრილოვის ღამე ასეთი სისხლიანი არ იქნებოდაო. ამ სისხლიანი ღამის გამო გახარიას შს მინისტრობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართებოდა. მაშინ კობახიძე „ოცნებასთან“ ერთად იძახდა, რომ გახარიამ სახელმწიფო გადაარჩინა.

კობახიძემ მის მიერ ნაქებ გახაიას გაპრემიერებიდან მალევე დაუწყო ზურგსუკან მიწისთხრა. მას შემდეგ რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე გახდა, მან გადაწყვიტა რომ პრემიერის პოსტიც დაეკავებინა. იმ მომენტისთვის მას ბიძინა ივანიშვილი ძალიან ენდობოდა. ამით კარგად ისარგებლა და გახარიას წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყო. გახარიას გარდა მან კახა კალაძეს, ვასილ მაღლაფერიძეს და ლაშა ნაცვლიშვილს გაუფუჭა საქმეები. ნაცვლიშვილი და მაღლაფერიძე ჩამოცილებულ იქნენ პარტიას, კალაძემ შეძლო ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა. ამის გაკეთებას გახარიაც ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ივანიშვილთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად გახარია პოსტს არ ტოვებდა. თებერვლის დასაწყისში მას კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ მოსთხოვეს თანამდებობა დაეტოვებინა. ამას დიდი გარჩევა მოჰყვა. გახარიამ კობახიძეს პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრის თანდასწრებით უშვერი სიტყვებით აგინა. მისი გამოსარჩლება ვერავინ გაბედა. გამწარებულმა კობახიძემ ინტრიგა გააძლიერა. ინტრიგების ხლართვაში ჩაერთო მამუკა მდინარაძეც, რომელსაც შს მინისტრის პოსტზე ეჭირა თვალი. ის კობახიძის გუნდის წევრი იქნებოდა ეს უკანასკნელი პრემიერი თუ გახდებოდა. მდინარაძე ვახტანგ გომელაურს ჩაანაცვლებდა.

ბოლოს გახარია მაინც წავიდა, მაგრამ ეს იმ დროს გააკეთა როცა თავად მოისურვა. ამან კობახიძის გაპრემიერებას შეუშალა ხელი. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი ამჯობინა პრემიერად. ამან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე “გადარია”. ეს უკანასკნელი გახარიას აბრალებს იმას რომ პრემიერი ვერ გახდა.

ბოლო პერიოდში მას ივანიშვილის კარზე პოზიციები შეერყა. ის ახლა გახარიას ლანძღვით ცდილობს ივანიშვილის გულის მოგებას. თავის მხრივ გახარია ცდილობს ივანიშვილთან სიტუაციის დალაგებას. მან შუამავლების პირით ოლიგარქს რამდენჯერმე შეუთვალა, რომ პოსტიდან კობახიძის ინტრიგების გამო წავიდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს. ჯერჯერობით ივანიშვილი მის შეტყობინებებს არ პასუხობს. კრიტიკულ სიტუაციაში გადადგომას ვერ პატიობს. თუმცა „ოცნების“ კულუარებში ეჭვობენ, რომ გახარია მასთან შეთანხმების გარეშე პარტიას არ დააფუძნებდა. პარტია მას მარტის ბოლოს უნდა დაეფუძნებინა, მაგრამ ეს ორი თვით გვიან გააკეთა. ირაკლი კობახიძის ისტერიკას თუ გავითვალისწინებთ, ყოფილ პრემიერს რაღაც დონეზე დალაგებული უნდა ჰქონდეს ოლიგარქთან საქმეები. „ოცნებაში“ შიშობენ, რომ ივანიშვილი მორიგ ტრიუკს ჩაატარებს და მათ გახარიათი ჩაანაცვლებს.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანიამ ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაჩამჭრელი კითხვა მეზვრიშვილს