ასლან ბჟანიამ ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

 

პოპულარული რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი, რომელიც ამავე დროს თვითგამოცახდებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩია, დღეს, 15 ივნისს სოხუმში სოციალური პლატფორმა “აფხაზეთის მომავლის” დამფუძნებელთა ყრილობაზე გამოვიდა.

“პრეზიდენტს მადლობა მინდა გადავუხადო მოწვევისთვის, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ადგილზე აღმოვჩნდი, რომელიც სავსეა სიყვარულით და სილამაზით და რაც მთავარია, ტრადიციებით. პირველად ვარ ამ ლამაზ ღონისძიებაზე და პირველად ვხედავ ბედნიერ, სიხარულით სავსე ხალხს, რომლებიც აქ არიან” – განაცხადა ნიკოლაი ბასკოვმა.

“მე, როგორც კეთილი ნების ელჩი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს დიდ პროგრამაში “რასია1″-ზე, აფხაზეთის წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა” –  წერს ადგილობრივი მედია.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბასკოვი “ახდზ-აპშას” მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

 

https://youtu.be/HY4TYMvBQ-I

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა ევროპასთან ტრამპის სავაჭრო ომი დროებით შეაჩერა
შემდეგი სტატიაგახარიამ კობახიძეს აგინა