გახარია, თვალთხარია, წადი! – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

გახარია, თვალთხარია წადი! – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, თუ რატომ იმყოფებიან ისინი სუს-ის შენობასთან. მომიტინგეების განცხადებით, სუს-ი არა სახელმწიფო, არამედ პოლიტიკური დაწესებულებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. მათივე განცხადებით, დარბევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მისი დავალება კი გახარიამ და გომელაურმა შეასრულა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სუს-თან შეთანხმებით დათხარეს თვალები ახალგაზრდებს.

გიორგი გახარიას გადადგომით მოთხოვნა სასტუმრო “შერატონთანაც” იმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზენტაციას მართავს.

banner
წინა სტატიაშიგახარია წადი! – ბანერი აქციის მონაწილეებმა გიორგი ახვლედიანს, მმართველი გუნდის წევრებთან გაატანეს
შემდეგი სტატია“არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების ღონისძიებაში, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება” – ბაქრაძე