“არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების ღონისძიებაში, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება” – ბაქრაძე

არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების ღონისძიებაში, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება – განაცხადა “ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

“რა თქმა უნდა ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაში, ვინაიდან, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება, მაგრამ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს მხარდაჭერა აისახება, როგორც კენჭისყრის შედეგში, სადაც ჩვენ ხმას მივცემთ ამ ცვლილებებს, ასევე განხილვის პროცესშიც და ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო განხილვის მთლიან პროცესში. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები არის ქუჩაში გამოსული ადამიანების დიდი გამარჯვება, ეს არის ის, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლეს ერთი კვირის განმავლობაში და წლების მანძილზე ვერ ვახერხებდით ამის გაკეთებას პოლიტიკოსები. ამიტომ, ჩვენი ახალგაზრდების, ქუჩაში გამოსული ადამიანების მხარდაჭერა და პატივისცემა მოითხოვს იმას, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ცვლილებების მიმართ და არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი უკან დახევის. მიუხედავად იმ წვრილმანი ვირეშმაკობებისა, რომლებიც ხელისფულებამ ამ პროექტში ჩადო, მაგალითად ნულოვანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის სახით,” – ამბობს ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიგახარია, თვალთხარია, წადი! – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ვინც არ უნდა ეცადოს შიდა ოპოზიციური განხეთქილებების ჩამოგდებას, ეს არ გამოუვა”