“ოცნების” საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს” – ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი “რუსეთის ინტერესებში მოქმედებს”.
დღეს უკვე ყველა, განსაკუთრებით ევროკავშირში დარწმუნებულია იმაში, რომ „ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს. ყველაზე დიდი და სამწუხარო, რასაც ჩვენ ვხედავთ, ნებისმიერი ნდობა დღეს ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არის განადგურებული. ყველას აქვს კითხვა, როგორ შეიძლება მმართველმა ძალამ, რომელმაც ერთი წლის წინ უპირობოდ ამ კანონთან არმობრუნების პირობა დადო, დღეს ისევ უბრუნდება ამ კანონს”- განაცხადა პარტია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა.
“ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით”, – ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშვილის გუნდმა მთელ მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა.
ჩვენი მთელი ტრაგედია და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ გზით მსგავსი კანონების წარდგენით და დამტკიცებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით. იქ, სადაც რუსეთი უფრო იფართოებს თავის გავლენებს და არა იმ დემოკრატიული ქვეყნების და ევროპის რიგებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიილტვიან.
დღეს ჩვენ გვყავს პირველად ხელისუფლება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. დღეს ჩვენ გყვავს ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თურმე, ერთნაირი რისკია მოსკოვი, ბრიუსელი და ვაშინგტონი.”, – ამბოს გახარია.
ექსპემიერმა თქვა ისიც, რომ საქართველოს “გაურკვეველი ორიენტაციის პოლიტიკური ხელისუფლება” ჰყავს.
“ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინაღობა გახდეს ქვეყნის ევროპულ მომავალთან”, – ამბობს გახარია “დიანა ტრაპაიძის პოლიტიკურ ამბებთან”.
“ოცნების” საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ეს “ოცნება” წარმოაჩენს, რომ ქვეყნის შიგნით თითქოს, მას რაიმე პოტენციალი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვნად მიყვანის გააჩნია. ეს ჩანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებში. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ დღეს “ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინაღობა გახდეს ქვეყნის ევროპულ მომავალთან. მე რასაც ვეუბნები ჩემს კოლეგებს არის ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორა ჩვენი ხელისუფლება დღეს, ქართველი ხალხი არის სრულად პროევროპული. ჩვენი ტრაგედია და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვყავს სრულად პროევროპული მოსახლეობა და გვყავს გაურკვეველი ორიენტაციის პოლიტიკური ხელისუფლება”, – ამბობს გახარია.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე – არის თუ არა “ქართული ოცნება” პრორუსული, საქართველოს ყოფილი პრემიერი ამბობს: “”ოცნება” რუსეთის ინტერესებში მოქმედებს”