გახარია – დღეს უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უახლოესი ერთი კვირა მსგავსი ტენდენცია თუ შევინარჩუნეთ, ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დაიწყონ ეკონომიკის გახსნა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას იძლევა.

„მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც აღელვებს თითოელ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. რამდენჯერმე ვთქვით, რომ მაშინ, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30 პროცენტს გადააჭარბა.დღის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 000 აღებული ტესტიდან, რომელიც გუშინ იყო განხორციელებული, დადებითი მაჩვენებელი არის მხოლოდ 723-ზე, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუცა ეს უკვე მიუახლოვდა 4 პროცენტს.

აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დრის განავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, და როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს და რუსთავს. პირველ რიგში ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს