განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება

განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის უძვირფასესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ქვეყანამ უნდა იზრუნოს.

„მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას რაც შეეხება. მომზადებულია დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგახარია – დღეს უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უახლოესი ერთი კვირა მსგავსი ტენდენცია თუ შევინარჩუნეთ, ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა