გახარია: აღვშფოთდი, მოგვივიდა გახარისთან წაკამათება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 01:17

გახარია: აღვშფოთდი, მოგვივიდა გახარისთან წაკამათება

გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2017 წლის ამბავი, როცა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ანაკლიის პორტის გამო კონფლიქტი ჰქონდა.

“ეკონომიკის მინისტრი იყო, 2017 წელია. მან განაცხადა, რომ იგი შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტს, ბატონ სუმას [ჩაკრაბარტი] და მან თქვა, რომ ევრობანკი არასდროს დააფინანსებს ამ პროექტს. მე ამაზე აღვშფოთდი, მოგვივიდა წაკამათება,” – ყვება ხაზარაძე.

მისი თქმით, გახარია ამბობდა, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნებოდა და ბანკები არ დააფინანსებდნენ:

“მე ვუთხარი, შენ როგორც როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რა პასუხი უთხარი და როგორ დაიცავი პოზიცია-მეთქი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ თათბირის დამთავრების მერე, მეორე დღეს, გახარია გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი.

მან თქვა, რომ ამ პროექტს არ გააჩნია ის ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, ბანკები ამას არ დააფინანსებენ.”

მთავარ აქცენტებში მამუკა ხაზარაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიის პორტში ორჯერ შეაჩერა.

ხაზარაძის თქმით, არ იცის, კონკრეტულად რომელ ჩინოვნიკს ჰქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან.

“ერთ-ერთი ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ-ერთი ჩვენი ჩინოვნიკის მიერ, უბრალოდ, არ ვიცი, თორემ ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა.”

ხაზარაძე ყვება, რომ მთავრობის პირველი ჩარევის შემდეგ, მას მერე რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტზე გააკეთა განცხადება, კომპანიას ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი კვლავ შეაჩერა.

“გვითხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება, ერთი პომპეოს, სახელმწიფო მდივნის გამოსვლამდე, რომ მათ შეეჩერებინათ ინვესტიცია ჩვენთან, ეს არის უზარმაზარი, 40 მილიარდიანი ფონდი. შემდგომ, პომპეოს განცხადების მერე, მეორე დღეს ზუსტად, როცა ბახტაძე, წინა პრემიერი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, მწვანე შუქი აინთოო. გაგრძელდა ეს პროცესი. აგვისტოში ველოდებით დოკუმენტს, საბოლოო დოკუმენტს. დაამთავრეს ე.წ due diligence, შიდა აუდიტი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ველოდებით დოკუმენტს და ისევ არის ნიშანი. უთხრეს ინვესტორს, გაჩერდიო.” – ამბობს ხაზარაძე.

ის ყვება იმასაც, რომ ანაკლიის პორტის სხვა ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში “კატასტროფულად ჩაიარა”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 01:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics