მიხეილ ბატიაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.

განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიგახარია: აღვშფოთდი, მოგვივიდა გახარისთან წაკამათება
შემდეგი სტატიაილია მეორემ საპატრიარქოში გიორგი გახარიას უმასპინძლა