გაგვარკვიოს აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას – ვოლსკი

გაგვარკვიოს აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.
„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მარგველაშვილი არჩევნების დღის დასახლებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა თავად მონაწილეობას.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით – საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს ფორმატში მიმდინარე კვირას მიიღებს.
„თარიღის დასახელება რა საკვირველია საჭიროა, რაც შეიძლება მალე. საჭიროა ასევე თავისი ხარჯების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა – რაც შეიძლება მალე, საჭიროა კიდევ გაგვარკვიოს, აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას იმიტომ რომ ეს ეჭვები, რომ იმიტომ არ სახელდება თარიღი რომ მას აქვს რაღაც თავისი ჩანაფიქრი, უნდა მოიხსნას“-აცხადებსპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიპროკურორ მილენა მითაიშვილს ბინის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი