პროკურორ მილენა მითაიშვილს ბინის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ

პროკურორ მილენა მითაიშვილს საცხოვრებელი ბინის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. მარო ბენდელიანი აცხადებს, რომ მიცკევიჩის 27 ნომერში მდებარე სახლი მან საკუთარი დისშვილის სახელზე შეიძინა და ეს საჯარო რეესტრშიც არის დაფიქსირებული, მითაიშვილი კი იქ თვეების განმავლობაში მდგმურად ცხოვრობდა და ქირას არ იხდიდა. მხარეებს შორის დაპირისპირების გამო დღის ბოლოს მიცკევიჩის 27 ნომერში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო გამოძახებული.
„ეს არაფერს არ იხდის, პირიქით, ამ ჩვენს ბინაზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომ გათეთრებული ფულით არის ნაყიდიო, მე რა ახლა მითაიშვილს უნდა ვაჩუქო ჩემი ამდენი წლის ნამუშევარი?“-ამბობს ბინის მესაკუთრე მარო ბენდელიანი.
მილენა მითაიშვილი კი ამბობს, რომ ბინა მისი ყოფილი ქმრის საკუთრება იყო და ის მას ნაქირავები არასდროს ჰქონია – „არასდროს არავის არ უქირავებია. ეს ხდება იმის შემდეგ რაც მე რივერაბენდელიანის წინააღმდეგ მივეცი ჩვენება. ჩემი მეუღლის არის ეს ბინა“- ამბობს პროკურორი მილენა მითაიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამოუძიებელი საქმეები – ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერს წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაგაგვარკვიოს აპირებს თუ არა თვითონ კენჭისყრას – ვოლსკი