გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

„ჩვენ ვნახეთ, ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა ვანახეთ ჩვენ 28 ოქტომბერს – დაშინება, მასშტაბური მუქარები, კრიმინალების და ნარკომანების მორეკვა, რომ უბნების წინ მდგარიყვნენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, განსაკუთრებით მეორე ტური – პოლონეთის სეიმის წევრი და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება