გაეროს გენერალურ მდივანს კარლოს დიდის პრემია მიანიჭეს

გაეროს გელერალურ მდივანს ანტონიუ გუტერიშს კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია მიანიჭეს “ევროკავშირისა და გაეროს მიზნებისა და ღირებულებების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობისათვის” – ნათქვამია პრემიის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნდა – “დოიჩე ველე” წერს.
“გუტერიშის მოქმედებები დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და რწმენაზე, როემლიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა რთულ გლობალიზებულ მსოფლიოში პლურალიზმის, ტოლერანტობისა და დიალოგის მხარდაჭერის მიზნით” – წერია დოკუმენტში.
ტრადიციის მიხედვით, ისტორიული პრემიის გადაცემა 31 მაისს მოხდება.

პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 69 წლის ანტონიუ გუტერიში გაეროს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ის კარლოს დიდის პრემიის 61-ე მფლობელი იქნება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი სომხეთში მიმდინარე რეფორმებს მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიააშშ-ში ახლო მანძილის ბირთვული ქობინების წარმოება დაიწყეს