ევროკავშირი სომხეთში მიმდინარე რეფორმებს მხარს დაუჭერს

ევროკავშირი შვიდი წლის მანძილზე სომხეთს 800 მილიონ ევროს გამოუყოფს. საუბარია კრედიტებსა და გრანტებზე ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროებზე – ერევანში ევროკავშირის გაფართოვების და მეზობლური პოლიტიკის საკითხებში გაერთიანების წარმომადგენელმა იოჰანეს ჰანმა 29 იანვარს თქვა. მისივე განცახდებით, ევროკავშირი და სომხეთი უკვე ანხორციელებენ 300 მილიონი ევროს ერთობლივ პროგრამას. ერევან-ბრიუსელის ურთიერთთანამშრომლობა განსაკუთრებით ნაყოფიერია სოფლის მეურნეობის, ინოვაციური ტექნოლოგიის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო სისტემის სფეროებში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში საპროტესტო აქციებზე ათობით დაღუპულია
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურ მდივანს კარლოს დიდის პრემია მიანიჭეს