გაერომ კიევი ოდესასა და მაიდანზე ხალხის დახოცვის გამოძიების პროცესის გამო გააკრიტიკა

ადამიანის უფლებათა შესახებ მონიტორინგის გაეროს მისიის ხელმძღვანელმა, ფიონა ფრეიზერმა კიევის ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ და საგულდაგულოდ გამოიძიოს ადამიანების დახოცვის ფაქტები მეიდანსა და ოდესის პროფკავშირის სახლში – ამის შესახებ მან დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვაკვირდებით ადამიანის სიცოცხლისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის გაზრდილ მაჩვენებელს ქვეყანაში” – განაცხადა ფრეიზერმა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის მოხსენების პრეზენტაციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ კივისა და ოდესის ტრაგედიებზე პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევებიდან ორი წელი გავიდა, არავის დაკისრებია.

banner
წინა სტატიაშისერბეთმა ნატოსადმი საკუთარ პოზიციაზე განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე აირჩია