სერბეთმა ნატოსადმი საკუთარ პოზიციაზე განმარტება გააკეთა

ნატოს პარტნიორულ პროგრამებში მონაწილეობა ალიანსში შესვლის სურვილით არ ხდება – განაცხადა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ზორან ჯორჯევიჩმა. მისი თქმით, ბევრი სპეკულიაცია მოისმინა ნატო-სერბეთს შორის შეთანხმების რატიფიცირებაზე. “კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბელგრადსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობა განსაზღვრულია 2007 წლიდან, როცა ჩვენ “მშვიდობის პროგრამის” ნაწილი გავხდით. დღემე ჩვენ ამ ჩარჩოდან არ გავსულვართ” – განაცხადა მინსიტრმა.
ჯორჯევიჩის თქმით, ყველა ხელშეკრულება, რომლიც ალიანსთან არის დადებული, არსებული თანამშრომლობის ჩარჩოდან გამომდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ქვეყნის პრემიერმა ალექსანდრ ვუჩინმა განაცხადა, რომ “ქვეყანა არ აპირებს ნატოში შესვლას, მას სურს ნეიტრალური სამხედრო ურთიერთობა ჰქონდეს”. მოგვიანებით პრემიერის ეს პოზიცია ქვეყნის პრეზიდენტმაც დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: «Не надейтесь, я не уеду»
შემდეგი სტატიაგაერომ კიევი ოდესასა და მაიდანზე ხალხის დახოცვის გამოძიების პროცესის გამო გააკრიტიკა