გაერო: ლტოლვილების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია

ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც საკუთარი ადგილები დატოვეს სამხედრო კონფლიქტების გამო, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მთევლი ისტორიის მანძილზე – გაეროს ლტოლვილთა საკითხების სააგენტო იტყობინება. გაეროს მონაცემებით, 2015 წლის ბოლოსთვის 65,3 მილიონი ადამიანი იყო ლტოლვილი – პირები, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს, ან შიგნით კონფლიქტების გამო გადაადგილდნენ. გასული წლის მანძილზე მათი რიცხვი 5 მილიონით გაიზარდა. ამდაგვარად, მსოფლიოში ლტოლვილია ყოველი 113-ე ადამიანი – ავრცელებს სააგენტო. ამასთანავე, თავშესაფრისმაძიებელთა ნახევარი სირიელები, ავღანელები და სომალელები არიან. გასულ წელს ხმელეთით ევროპაში 35 ათასი მიგრანტი შემოვიდა, მილიონზე მეტმა კი ევროპის საზღვარი ზღვით გადაკვეთა – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. სხვა სააგენტოები უფრო მეტ რიცხვებს ასახელებენ. მიუხედევად იმისა, რომ თავშესაფრისმაძიებელთა პრობლემა მთელ ევროპაში დგას, მათმა 87%-მა საცხოვრებელი და თავშესაფარი, გაეროს მონაცემებით, საშუალო ან დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მიიღეს. ყველაზე დიდი შუამდგომლობა, თავშესაფრის მიღებაზე განიხილა გერმანიამ – გაეროს თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყენა მზად იყო მათ მისაღებად. გაეროს სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებაში “ქსენოფობიური კლიმატი იზრდება”. რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები დაკეტეს შენგენის ზონაში, ისინი თვლიან, რომ ამით სიტუაციას დაარეგულირებენ. ევროკავშირმა თურქეთთან ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმადაც, ყველა მიგრანტი, რომელიც ევროპაში შემოვა 20 მარტიდან, ისევ უკან, თურქეთში გაიგზავნება. ეს შეთანხმება მწვავედ გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა. ლტოლვილთა სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპის ლიდერებმა კოორიდინირებულად უნდა ებრძოლონ ლტოლვილების შესახებ ნეგატიურ უდამოკიდებულებას და სტერეოტიპებს. “ისინი, ვინც პირიქით აკეთებს, ვინს საზოგადოებრივ აზრს მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ განაწყობს, პასუხისმგებელი იქნება ქსენოფობიური ატმოსფერსო შექმნის გამო”- განაცხადა ფილიპო გრანდმა

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში
შემდეგი სტატიაავსტრალიაში გეი-ქორწინებებზე რეფერენდუმი ჩატარდება