ავსტრალიაში გეი-ქორწინებებზე რეფერენდუმი ჩატარდება

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ ლგბტ-ქორწინებებზე რეფერენდუმს ჩაატარებს წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუკი მისი კოალიცია მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს.
ლეიბორისტების ოპოზიციურმა პარტიამ ეს დაპირება შეაფასა, როგორც “ჰომოფობიისათვის ნიადაგის მომზადება”. ის პირობას დებს, გამარჯვების შემთხევვაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება 100 დღეში რეფერენდუმის გარეშე აღიაროს.
არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. გამოკითხვით, ლეიბორისტული პარტია ისევ ლიდერობს.

banner
წინა სტატიაშიგაერო: ლტოლვილების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია
შემდეგი სტატიაგიორგი გაბაშვილმა: ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი კრიმინალია