გაერო ერაყსა და ქურთისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა კირკუკთან დაკავშირებით ერაყის ცენტრალურ მთავრობასა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მთავრობას მოუწოდათ, რომ სამხედრო დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, კოორდინირებული ნაბიჯები გადადგან.


გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფანე დუჟარრიჩმა ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კირკუკში განვითარებულ მოვლენებს გუტიერესი ახლოდან აკვირდება.
“გუტიერესის აზრით, ორივე მხარემ კრიზისის კოორდინირება უნდა მოახდინოს და ყველა არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს დიალოგისა და ერაყის კონსტიტუციის შესაბამისად“, განაცხადა დუჟარრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ერაყის არმია ქურთისტანთან სადაო ტერიტორიას – ქალაქ კირკუკს მიადგა, რასაც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების ძალებსა და დამოუკიდებლობის მსურველი ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპრების საფრთხე მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგადადგომის თაობაზე პოროშენკოსადმი სააკაშვილის მოწოდება არის ვაშინგტონის და ბრიუსელის მესიჯი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ლაშა გოგია 2004 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობის”წევრია!