გადადგომის თაობაზე პოროშენკოსადმი სააკაშვილის მოწოდება არის ვაშინგტონის და ბრიუსელის მესიჯი

17 ოქტომბერს კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან გამართულ მიტინგზე, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ურჩია საკუთარი ნებით გადადგომა. “თუ ისინი დღის ბოლომდე არაფერს იღონებენ ხალხის საკეთილდღეოდ, მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი შემდგომი მოთხოვნების შესახებ…სანამ არის პოროშენკო, მანამ არ იქნება პროგრესი და კორუფციასთან ბრძოლა! სანამ არის პოროშენკო, მანამ იქნება სიღატაკე! სანამ არის პოროშენკო, მანამ იქნება ემიგრაცია!”, – თქვა მიტინგზე სააკაშვილმა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ამ სიტყვებს ციტირებს უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი და ეკონომისტი ევგენი პლატონი.
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის მოწოდება პოროშენკოსადმი საკუთარი ნებით გადადგომის შესახებ, მარტო მისი პირადი ინიციატივა როდია, ეს ამავე დროს არის ვაშინგტონის და ბრიუსელის მესიჯი უკრაინის პრეზიდენტისადმი. სააკაშვილმა უბრალოდ გაახმოვანა ის მასმედიისთვის. იმ ფაქტზე, რომ პოროშენკო სხვა არხებიდანაც რეგულარულად იღებს ამ სახის მესიჯებს, მეტყველებს კიევის ცენტრში კონცენტრირებული საჯარისო ნაწილების რაოდენობა. მე ამის შესახებ დავწერე ერთი წლის წინ: “…სხვა დანარჩენი არის საინტერესო სპექტაკლი უკანასკნელი უკრაინელი ოლიგარქის ხელისუფლების დემონტაჟისა. სპექტაკლის სასიამოვნო ყურებას გისურვეთ 2017 წელს!”.
ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც, როგორც კრედიტორებს, აქვთ სრული უფლება ჩაერიონ გაკოტრებული კლიენტის საქმეებში. უახლოეს წლებში უკრაინას მოუწევს უმძიმესი საგარეო ვალის დაფარვა. უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ – უკრაინა არის ბანკროტი. მსოფლიო სავალუტო ფონდი არ აპირებს გააგძელოს დაფინანსების პროგრამა ქვეყნის რეფორმირების საქმეში რეალური და კონკრეტული ნაბიჯების არარსებობის გამო. სწორედ ამ ნაბიჯებს სასოწარკვეთილი ეწინააღმდეგება პოროშენკო და მისი გარემოცვა.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – ინვესტიციები. “მაიდან-2″-ის მოვლენების შემდეგ უკრაინამ მიიღო მრავალი სიგნალი, რომ დასავლეთი მზადაა ქვეყანაში განახორციელოს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციები ყოველწლიურად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება რეფორმები და შეიქმნება რეალური ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავენ კანონის უზენაესობას”, – წერს ევგენი პლატონი.

მასალას აქვეყნებს უკრაინული პორტალი “Гордон “.

banner
წინა სტატიაში,,აი ეს არსება გუშინ გაათავისუფლეს. ზედ რვა ქურდული ვარსკვლავი ახატია… მისი ბანდა მზადაა თურქეთიდან დავალებების მისაღებად“
შემდეგი სტატიაგაერო ერაყსა და ქურთისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდებს