გაერო ერაყის მოსულიდან მილიონი ლტოლვილისთვის ემზადება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მზადება დაიწყო ერაყის ქალაქ მოსულიდან მოქალაქეების მასობრივი გამოსვლისთვის – Reuters-ი წერს.
“ვთვლით, რომ მოსულში მოქალაქეების მდგომარეობა საფრძნობლად გაუარესდება. სიტუაციაზე სამხედრო შეტევები საშინლად იმოქმედებს. შესაძლებელია 1,2 მილიონი ადამიანი დაშავდეს” – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი სამმართველოს კომისარმა ედრიან ედვარდსმა.
მოსული 2014 წლიდან იმყოფება “ისლამური სახელმწიფოს” ქვეშ. ქალაქი ერაყში ხალიფატის დედაქალაქად ითვლება.
9 აგვისტოს გავრცელდა, რომ ტერორისტებმა მოსულიდან დოკუმენტები და კომპიუტერები გაზიდეს და სირიაში გადაბარგდნენ.
ივლისის ბოლოდან ერაყის არმია მოსულზე შეტევას ანხორციელებს. თუმცა, ქალაქის დიდი ნაწილი მაინც ტერორისტების ხელშია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაგერმანულმა სასამართლომ 18 წლის მუსლიმს სკოლაში ნიქაბით სიარული აუკრძალა