გერმანულმა სასამართლომ 18 წლის მუსლიმს სკოლაში ნიქაბით სიარული აუკრძალა

გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკის სასამართლომ 18 წლის მუსლიმის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელიც გიმნაზიაში ნიქაბით სიარულის უფლებას ითხოვდა – დღეს The Independent-ი წერს.
გოგონა გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მან სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც აპრილში სკოლის ადმინისტრაციამ გაკვეთილებზე ნიქაბით ჯდომა აუკრძალა. სასწავლო დაწესებულებაში ხსნიან, რომ ნიქაბი სასწავლო პროცესს ხელს უშლის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მომჩივანი სასამართლოში არ გამოცხადებულა იმის გამო, რომ პრესის მხრიდან ყურადღებას გაურბის.

banner
წინა სტატიაშიგაერო ერაყის მოსულიდან მილიონი ლტოლვილისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა მთავარ პროკურორს მიმართა, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს