გაერო: 2016 წელს სირიაში ბავშვების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა

2016 წელს სირიის კონფლიქტში ბავშვების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა – გაეროს ახალ მოხსენებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მონაცემებით, გასულ წელს 650-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ომში. კიდევ ასობით დაავადაბებისგან გარდაიცვალა – მათი მკურნალობა შესაძლებელი იყო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში.
იუნისეფის მოხსენება სირიის კონფლიქტის dawyebis 6 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
გასულ კვირას ორგანიზაცია Save The Children-მა განაცხადა, რომ სირიელი ბავშვები “ტოკსიკურ სტრესს” განიცდიან, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ფსიქოლოგიურის.
იუნისეფის მონაცემებით, გასული წლის მანძილზე მინიმუმ 851 ბავშვი გახდა იძულებული საომარ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მოვლენების შემდეგ “ენმ” გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად, დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს
შემდეგი სტატია,,ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს’’