ბათუმის მოვლენების შემდეგ “ენმ” გადაიქცა ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად, დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თაკავაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის აქციაში მონაწილეობით თავისი ნამდვილი სახე აჩვენეს:

„შეკითხვებს უკვე ვსვამთ ჩვენ და მათ უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს. მე ვფიქრობ, გუშინ დასრულდა დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად. გახსოვთ მათ სოლიდარობაც კი გამოუცხადეს ამ აქციას და დაანონსეს ამ აქციის მხარდამჭერი შეხვედრები მთელ საქართველოში. დანარჩენ საკითხებს უკვე გამოძიება გასცემს პასუხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ქუჩებში ისევ პოლიციაა მობილიზებული – ისევ უცნობია რა ზარალი მიადგა ქალაქს
შემდეგი სტატიაგაერო: 2016 წელს სირიაში ბავშვების რეკორდული რაოდენობა დაიღუპა