მამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი

ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილსაკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2”-თან დეტალურად ისაუბრა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდზე. საკრებულოს წევრმა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მისივე თქმით, კომისიაში სულ 5 თვე იმუშავა.

„კომისიაში რომ დავინიშნე ყველა მირეკავდა, ყველა მეკონტაქტებოდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია…ბოლოს ისეთი კატეგორიული მესიჯი მივიღე – როგორ ბედავ და არ გაგაქვს შეწყალებაზეო. სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ ვხდებოდი რაში იყო საქმე. მე იქ პოლიტიკური ნიშნები ვერ დავინახე. ჩემი ეჭვების შესახებ გავუზიარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ პირადად მისთვის თანხა არავის შეუთავაზებია.

“მამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი, ჩემს ახლობლებს კი ასეთი დათქმა გაუკეთეს, თუ გინდა ნუ ეტყვი და თანხა შენ დაიტოვე, ოღონდ დაგვეხმარეო”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ შეხვედრაზე მასთან მივიდა ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მივიდა, რომელმაც რამდენიმე მსჯავრდებულის საქმე დაუსახელა და კითხა თუ იცოდა რამდენიმე პოლიტიკოსის ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით. “მან ჩემთან საუბარში აღიარა, რომ ამ ადამიანებს “ბე”-ს სახით აღებული აქვთ 200 000 დოლარი აქვთ აღებული და თუ მოახერხებენ, რომ შენ გაგათავისუფლებინონ მილიონ ნახევარს აიღებენო. მან ასევე მითხრა, რომ ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ შსს-მ ამოიღო ისინი სიიდან და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდაო”, – განაცხადა ელისაშვილმა. მან იქვე დასძინა, რომ დეტალურად ვერ ისაუბრებს სხვა დეტალებზე ვინაიდან საქმე მსჯავრდებულებს ეხება.

banner
წინა სტატიაში“გაემიჯნეთ ნარკორეალიზატორების მფარველებს!!!” – ირაკლი ღლონტი დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაქართულმა ოცნებამ ოლქების დაყოფა 2014 წლის თვითმართველობის შედეგების მიხედვით განახორციელა და მათ მიერ წაგებული ოლქები მოგებულ ოლქებს მიუერთა