გადაწყვეტილებას, რომ ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდეს, გავასაჩივრებთ – გიგაური

ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გაასაჩივრებს. ეკა გიგაური ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

გადაწყვეტილება ცესკომ 14 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღო. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში„გიორგი ჭანტურიას შეუგზავნეს აგენტი ციხეში” – ადვოკატი
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალი ჩატარდა