გადადგომის მიუხედავად, ხაზარაძე მზადაა 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს

მამუკა ხაზარაძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიუხედავად, მზად არის, 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს.

„სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.

ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე – დაკავებულია 5 პირი
შემდეგი სტატიალადო აფხაზავა : ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები