გაბუნია – საქართველო ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება.

„თავად რომ გეგმა არსებობს და მთვრობის მიერ აღიარებულია, ის, რომ გეგის შემუშავებაში 82-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს ამ პროცესში, არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი და ერთ-ერთი წინაპირობა, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა მიიღოს ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.

ხელშეკრულება უკვე ძალაში და აქტიურია 1.4 მილიონი დოზის მისაღებად, ეს არის მოსახლეობის 20 პეროცენტისთვის განკუთვნილი დოზები. ასევე, ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას ხვდება საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით, ბოლო წლების განმავლობაში. იმუნიზაციის პროგრამას ასევე ჰქონდა ახალი ვაქცინების დანერგვის გამოცდილება, რის გამოც მოხდა ძალიან ბევრი პროფესიონალის უკვე გადამზადება, ცივი ჯაჭვის, ტექნოლოგიური პროცესების გამართვა. ამდენად, ჩვენ მოკლე ხანში შეგვიძლია ეს ყველაფერი გავააქტიუროთ კოვიდის ვაქცინის მიზნებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას განმარტებით, არსებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განხორციელებას მინიმუმ 64 მილიონი ლარი, მაქსიმუმ კი 158 მილიონი სჭირდება.

„განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინის ფასი სხვადასხვა დროს სხვა და სხვა გზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა, მერყეობდეს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში(video)პროკურატურა დავით-გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო