გაბუნია – საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება

პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება. 4951 პაციენტი არის დილის მდგომარეობით, მათ შორის რეანიმაციაში 297 ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ წუთისთვის თავისუფალია 3701 საწოლი, რომელიც რჩება მობილიზებულ მდგომარეობაში მცირე გამონაკლისების გარდა, რადგან თუ საჭირო იქნება, „ომიკრონის“ ტალღის მატებასთან ერთად, იანვარში ჰოსპიტალური სექტორი ამას დახვდეს სრული მზაობის პირობებში.

ამასთან ერთად, გაბუნიამ ვაქცინაციის ტემპზეც ისაუბრა.

„ვაქცინაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს, რაც არის განპირობებული ფინანსური წახალისებით, რომელიც ნოემბერში ამოქმედდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს საბჭომ მიიღო, არის ამ სქემის გაგრძელება და გაფართოება მომავალი წლიდან – 50 წლის ზემოთ პირებიც ჩაერთვებიან ამ სქემაშიც და ვფიქრობთ, რომ ეფექტურობა გაიზრდება და ჩვენ გვექნება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
შემდეგი სტატიაახლად დანიშნულ მინისტრს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს – გაბუნია