ახლად დანიშნულ მინისტრს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, მოლოდინია, რომ ის საკუთარ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

„ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს. ამაში შედის ჯანდაცვაც, სოციალური მიმართულებაც, დასაქმებაც, დევნილთა განსახლებაც. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია მოვითხოვოთ ოთხივე მიმათულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში, მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება და უნარ-ჩვევები. ასევე ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან გაუწიოს სათანადო ხელმძღვანელობა. ვფიქრობთ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს. ამდენად, მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, დღეს ზურაბ აზარაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ესწრებოდა.

„რა თქმა უნდა, მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა იმ აქტივობაში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს შიდა კონსულტაციები მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, 30 დეკემბრიდან, მინისტრი შეუდგება საქმიანობას სრულად”,-აღნიშნავს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – სიკვდილიანობა, როგორც წესი, 2-3 კვირით ჩამორჩება ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობის ზრდას