გაბუნია – მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შეზღუდვების აღსრულებაა მთავარი, რაც ჯერჯერობით არის დაწესებული.

„ამ ეტაპზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების თემაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს შედარებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგონოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება. ამდენად, ჩვენ მთავარია ის რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ, რომელიც უკვე დაწესებულია“, – აცხადებს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მე რომ 2008 წელს საქართველოდან წავსულიყავი, თბილისში ზუსტად ისეთი სცენები იქნებოდა, როგორიც ქაბულში ვნახეთ
შემდეგი სტატიაგაბუნია – გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება