სააკაშვილი – მე რომ 2008 წელს საქართველოდან წავსულიყავი, თბილისში ზუსტად ისეთი სცენები იქნებოდა, როგორიც ქაბულში ვნახეთ

ავღანეთში შექმნილი ვითარება უკრაინის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შეაფასა.

მიხეილ სააკაშვილმა პარალელი 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან გაავლო. მისი თქმით, რამდენიმე დასავლელი პარტნიორი მას ქვეყნიდან წასვლას ურჩევდა, რუსები კი სპეციალურად არ ბომბავდნენ თბილისის აეროპორტს, რომ პრეზიდენტს გაქცევის საშუალება ჰქონოდა.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მისი გაქცევის შემთხვევაში თბილისში ზუსტად ისეთი სცენები იქნებოდა, როგორიც ახლა ავღანეთის დედაქალაქშია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ავღანეთში მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც მხოლოდ გარეშე ძალის იმედზეა და თავად საკუთარი ქვეყნისთვის არაფერს აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა მოგვიხდეს
შემდეგი სტატიაგაბუნია – მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება