გაბუნია – დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ სულ 24 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. მათი კონტაქტების გამოკვლევის შედეგად ვირუსი ყველას დაუდასტურდა. ყველა პირი ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია
შემდეგი სტატიაკერძო სექტორს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, გამოაცხადებს თუ არა პირველიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებს