საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ღიბრაძემ განაცხადა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კლუბები ფუნქციონირებდა, „ომიკრონის“ გამოჩენის შემდეგ, იკეტებიან.

„საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონი“ და მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი, რომ ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში ლიბერალიზაცია არ არის. არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დასაშვები იყო კლუბების მუშაობა, შეზღუდვები ამოქმედდა. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, არასწორია, რომ მათ არ მოუხდენიათ შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაგაბუნია – დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ სულ 24 შემთხვევაა დადასტურებული